„ამინდი მკვეთრად გაუარესდება...“ - ამინდის პროგნოზი საქართველოში
1735073693
რასაც ვხედავთ, ძალადობის წარმოუდგენელი მასშტაბები, ცეცხლის გახსნა პოლიციელების მიმართ ფეიერვერკებიდან, პარლამენტის დაწვის მცდელობა, დაუსჯელი არ დარჩება, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ოპოზიციის აქციებთან დაკავშირებით.
„რასაც ვხედავთ, ძალადობის წარმოუდგენელი მასშტაბები, ცეცხლის გახსნა პოლიციელების მიმართ ფეიერვერკებიდან, პარლამენტის დაწვის მცდელობა, მცდელობები დაწვან სხვადასხვა შენობა, თავდასხმები უბრალო მოქალაქეებზე ქუჩაში და მათი ავტომობილების დამტვრევა მხოლოდ იმიტომ, რომ უარს ამბობდნენ შეერთებოდნენ დემონსტრაციებს, ეს არის ვანდალიზმი, ძალადობის ფაქტები, რომელიც დაუსჯელი არ დარჩება. ძალიან სამწუხაროა, რომ ესენი [ამის ჩამდენები] არიან არა უბრალო მოქალაქეები, არამედ დატრენინგებული, მომზადებული ადამიანები, რომლებსაც, როგორც ჩანს, ძალიან დიდი ხანი ამზადებდნენ ამისთვის“, - აღნიშნა სუბარმა.