ავარია სანაპიროზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1747653558
ერთმა ჩვენმა მეგობარმა, ადამიანმა, რომელიც 2011 წლის 26 მაისს აქციაზე იდგა, მომწერა, კიდევ ერთი ადამიანი ჩაქოლეს ქაშვეთის ტერიტორიაზე და ამის მოწმეებიც გვყავსო, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარის თქმით, 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით ბევრი რამ ჯერ კიდევ შესასწავლი, გასარკვევი და გამოსაძიებელია.
„26 მაისთან დაკავშირებით ბევრი რამ ჯერ კიდევ შესასწავლი, გასარკვევი და გამოსაძიებელია. ახლა მომწერა ერთმა ჩვენმა მეგობარმა, ადამიანმა, რომელიც იქ იდგა 26 მაისს და ადამიანმა, რომელიც მათ შორის, 9 აპრილის აქციაზეც იყო ერთ-ერთი ლიდერი, რომ კიდევ ერთი ადამიანი, ნოდარ ცხადაძე ზესტაფონიდან ჩაქოლეს 26 მაისს, ქაშვეთის ტერიტორიაზე. იმ ღამეს ისიც გარდაიცვალა და მოწმეებიც გვყავს, რომლებიც ამას დაადასტურებენო. როგორც ჩანს, კიდევ ბევრი რამ გვაქვს შესასწავლი. ხშირად ვიმეორებთ, რომ ასეთი ალყაში მოქცევის მიზანი იყო ხალხის დაშინება, რათა ვერავის გაებედა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსვლა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.