გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO), რიგით 66-ე გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობენ, რომელიც 8 ივლისს გაიხსნა. ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.
„ასამბლეა მისასალმებელი სიტყვით WIPO-ს გენერალურმა დირექტორმა დარენ ტანგმა გახსნა. ასამბლეის მონაწილეებს, სხვა გამომსვლელებთან ერთად, სიტყვით მიმართა საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა „საქპატენტისა“ და WIPO-ს მჭიდრო თანამშრომლობაზე და იმ თვალსაჩინო მიღწევებზე, რომლებიც საქართველოში განხორციელდა ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით WIPO-თან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად.
ამ მხრივ აღსანიშნავია საქართველოს შეერთება მარაკეშის ხელშეკრულებასთან და, ასევე, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტთან, აგრეთვე, საქართველოში დაინერგა საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“, რომელიც ხორციელდება საქპატენტის, WIPO-სა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე და მას რეგიონში ანალოგი არ აქვს. საქპატენტის ხელმძღვანელმა, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოში ეწყობა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც განთავსდება საქპატენტის სწავლებისა და გადამზადების ცენტრიც, რომელიც შეასრულებს სტრატეგიული მნიშვნელობის როლს საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების საქმეში.
ასევე ითქვა, რომ საქპატენტში წარმატებით მიმდინარეობს უწყების მატერიალური დოკუმენტაციის დიგიტალიზაციის პროცესი და „საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის“ პროგრამული და ტექნიკური მოდერნიზაცია.
გენერალური ასამბლეა 18 ივლისამდე გაგრძელდება. მონაწილეები მოისმენენ ანგარიშებს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, ასევე პატენტების, სასაქონლო ნიშნების, სამრეწველო ნიმუშებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების მუდმივმოქმედი კომიტეტების საქმიანობის შესახებ.
გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ურთიერთობების გაღრმავებისა და ერთობლივ პროექტებზე მოლაპარაკებების წარმოების მიზნით დაგეგმილია საქპატენტის თავმჯდომარის შეხვედრები WIPO-ს გენერალურ დირექტორთან დარენ ტანგთან, ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან და, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ხელმძღვანელებთან", - ნათქვამია ინფორმაციაში.