„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
ჩვენ გვყავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის მასშტაბის ლიდერი - ასეთი ლიდერები სჭირდება დღეს ევროკავშირს, - განაცხადა „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას.
„ევროკავშირი და მთელი მსოფლიო განიცდის ნამდვილი ლიდერების დეფიციტს, რომლებსაც გააჩნიათ განსხვავებული აზრი, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საკუთარ ერზე და ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ დღეს გვყავს ასეთი ლიდერი ბიძინა ივანიშვილის სახით. ის ლიდერები, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებენ, რომლებიც არ ემორჩილებიან შაბლონებს, არასდროს მოსწონდათ, უფრო მეტიც, დღესაც კი ესვრიან, ესროლეს ფიცოს, ესროლეს ტრამპს, საოცარი შემართებით ესხმიან თავს ორბანს და ებრძვიან ბიძიან ივანიშვილს. ჩვენ გვყავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის მასშტაბის ლიდერი - ასეთი ლიდერები სჭირდება დღეს ევროკავშირს“, - აღნიშნა სოსო გიორგაძემ.
მისი თქმით, დღეს ევროკავშირში საკმაოდ რთული მდგომარეობაა.
„რეგიონულმა ომებმა, ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა სირთულეებმა, ევროპელი ლიდერების ნაწილი ერთგვარ ჩარჩოში მოაქცია, რომლებიც დღეს ევროკავშირს მართავენ. ამან გამოიწვია, რომ მათი შეხედულებები და მიდგომები პარტნიორებთან და კოლეგებთან არის ერთხაზოვანი და არ უყურებენ ქვეყნებს განსხვავებული მიდგომებით. პარტნიორობა მხოლოდ ის არ არის, რომ მაშინ მოგწონდეს და ეთანხმებოდე, როდესაც შენს აზრზეა, პარტნიორობა არის ის, როდესაც იზიარებდე და ეთანხმებოდე მის განსხვავებულ აზრსაც“, - აღნიშნა სოსო გიორგაძემ.