გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
რასტისლავ კაჩერი ილია დარჩიაშვილთან შეხვედრას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„ჩემთვის დიდი პატივია ვუმასპინძლო ჩემს ქართველ პარტნიორს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ბრატისლავაში. განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის, ბიზნესის, უსაფრთხოებისა და რეგიონული საკითხები. ხელი მოვაწერეთ ახალ პროტოკოლს. სლოვაკეთი ადასტურებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. მოველი ჩვენი ურთიერთობების განვითარებას“, - წერს კაჩერი.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი, სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, რასტისლავ კაჩერს შეხვდა. მათ საქართველოს და სლოვაკეთის საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის ოქმს მოაწერეს ხელი.