ცაში ცვლილებები ხდება, მალე ის სხვანაირი გახდება - კვლევა
1740399240
ერთი კვირაა ძალიან გამოიჩინეს თავი, ოთხი ისეთი ბრალდება მოვისმინეთ და კამპანია აწარმოეს ოთხი სხვადასხვა მიმართულებით, რომ ყურში არ შეიშვებოდა არც ერთი. გუშინ დააგვირგვინა, მტკიცებულება შექმნა TV პირველმა, „ნაც მოძრაობის“ ერთ-ერთმა ყველაზე ბინძურმა დანაყოფმა. მათ გამოარჩიეს სამი ყველაზე „კორუმპირებული“ ადამიანი: კობახიძე, მდინარაძე და გომელაური, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, მის მიმართ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე საუბრისას.
„საიდან მოიტანეს ის, რომ ადამიანს ოჯახის წევრი გარდაცვლილი რომ ჰყავს დაუკრძალავი, მაინცდამაინც მაშინ უნდა მიიტანოს შეტევა პერსონალურად ასეთ ადამიანებზე. სიბინძურეში ჩემპიონობაშიც კი თავისი რეკორდები გააუმჯობესეს ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში. ჭირისუფალზე თავდასხმა რაღაც ახალი სტილია ეტყობა და სიბინძურეების მწვერვალების დაპყრობის ახალი მეთოდები.
ყველს ვურჩევ, რომ ისეთი კამპანიური დარტყმები მამუკა მდინარაძეზე იქნება, თუ სხვაზე, შედეგს არ მოიტანს იმიტომ, რომ ყველა ხვდება ამ კამპანიურობას. ადრე პიარს ჰქონდა ჭრა, 10 და 15 წლის წინ და ხალხი ვერ ხვდებოდა, რომ ეს იყო კამპანიური და ეგონათ რომ ბუნებრივად წამოვიდოდნენ. ახლა როცა ამდენი საზიზღრობა დაგაბრალეს, უკვე ხალხი ხვდება, რომ ეს არის დალაგებული, დასპონსორებული, ნეგატიური კამპანია, რომელსაც არა აქვს ეს ეგრეთ წოდებული ჭრა და პირიქით, კონტრპროდუქტიულია. ვურჩევ, რომ პიარის მსგავსი ბინძური მეთოდები არ გამოიყენეთ თორემ მათზე უკეთესად მეტყველებს, ვიდრე იმაზე ვისაც თავს ესხმიან“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე მის მიმართ ოპოზიციის ბრალდებებს სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა.
საკოორდინაციო შტაბი განცხადებას ავრცელებს
1740494809