შვედეთის საგარეო უწყება: რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებიდან 18 წლის შემდეგ, შვედეთი საქართველოს მიმართ ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს

შვედეთი

დღეს, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებიდან 18 წლის შემდეგ, შვედეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყება ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაცია საერთაშორისო სამართალს არღვევს.

შეგახსენებთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა.