1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ექსპერტი ნინო ფოჩხუა უკრაინელი ჟურნალისტის, სავიკ შუსტერის ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის თქმითაც „არ ფიქრობს, რომ საქართველო რუსეთთან კონფლიქტში შევა, განსაკუთრებით კი სამხედრო კონფლიქტში, მაგრამ კონფლიქტში შევა, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის პარტია“.
როგორც ექსპერტი წერს, ასე რომ, ომი გინდათ? რეალობაა და სიმართლე.
“რა ომი გინდათ? ამაზე რომ იცინის ოპოზიცია და თურმე გვეჩვენება და ვიგონებთ. აი კიდევ ერთი ფაქტი, შუსტერი პირდაპირ ამბობს, რომ მეორე ფრონტის გახსნა უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება არ შევა რუსეთთან კონფლიქტში, აი ოპოზიციას რომ გაემარჯვა, მიშა გამოვიდოდა და მეორე ფრონტის გახსნაც გარდაუვალი იქნებოდაო. ასე რომ, ომი გინდათ? რეალობაა და სიმართლე.”- წერს ნინო ფოჩხუა.
გადაცემაში „სტუმრად დიმიტრი გორდონთან“ საქართველოში მიმდინარე პროცესები და მეორე ფრონტის გახსნის საკითხი განიხილეს. გადაცემის სტუმარი უკრაინელი ჟურნალისტი, სავიკ შუსტერი იყო, ინტერვიუს კი გორდონის ცოლი, ალესია ბაცმანი უძღვებოდა. ბაცმანმა სტუმარს საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე დაუსვა კითხვები.