როგორი იქნება სამყაროსთვის 2026 წელი, ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით
1768939222
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 იანვარს, შტატების მიერ კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერის ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით უწყებაში ინფორმაცია არ შესულა.
სამინისტროში განმარტავენ, რომ ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად, საქართველოს საელჩო შტატებში შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს.
მედიაში გავრცელა ინფორმაცია, რომ ვენესუელასთან კავშირის გამო დაკავებულ ტანკერ "ვერონიკაზე" 5 ქართველი მეზღვაური იყო.