შეწყვიტეთ საქართველოს დესტაბილიზაცია - ანდრაშ ლასლო

ანდრაშ ლასლო

ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო ევროკავშირის საბჭოს მიმართავს და მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს დესტაბილიზაცია.

„საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს ქართველების არჩევანს და გააგრძელოს ამ ქვეყანასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ეს ევროპისა და საქართველოს ინტერესებში შედის“, - წერს ლასლო სოციალურ ქსელ X-ში.

ევროკავშირის საბჭომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, რომელიც, საბჭოს აზრით, ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საბჭო ამ განცხადებას რადიკალების საპროტესტო აქციაზე გადაღებული ფოტოთი აქვეყნებს.