ზოდიაქოს ეს ნიშნები საინტერესო შეთავაზებას მიიღებენ
1742220878
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) სპეციალურ წარმომადგენელს, ანიეს ქოთუს შეხვდა. შეხვედრა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტული მიმართულებებით საქმიანობის კოორდინირების მიზნით ჩამოყალიბებულ საზედამხედველო ფორმატში გაიმართა.
მხარეებმა მიმოიხილეს განხორციელებული ინტენსიური თანამშრომლობის შედეგები, დადებითად შეაფასეს 2024 წლის მანძილზე გაწეული ერთობლივი საქმიანობა და მიღწეული პროგრესი. ასევე, დასახეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და მათი ოჯახების თანადგომის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის პრიორიტეტები და იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის განვითარების ხედვაზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროგრამის მდგრადობისა და მოძიების პროცესის ეფექტიანობის ერთობლივად უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რაზეც მხარეებმა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.