მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ქარი - გაფრთხილება ამინდის შესახებ
1735206452
ეუთო/ოდირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ გავრცელებული განცხადება მეორე დღეა განხილვის საგანია პოლიტიკურ სპექტრში.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც ოპონენტებთან დიალოგი შედგება, პარლამენტია.
“ეუთო/ოდირის ყველა ოფიციალურ განცხადებასა და დოკუმენტში ნათქვამია მთავარი რამ - საქართველოში არჩევნები შედგა, არჩევნები იყო კონკურენტული, ყველას ჰქონდა ხმის მიცემის საშუალება და წინასაარჩევნო პერიოდიც იყო აბსოლუტურად კონკურენტული. ოპოზიციასთან დიალოგის ადგილი არის პარლამენტი. შემოვიდნენ პარლამენტში და იქ იქნება დებატებიც, დიალოგიც და ა.შ. სხვა არანაირ დიალოგს ოპოზიციასთან ჩვენ არ ვაპირებთ,“ - აცხადებს სოზარ სუბარი.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდა, გაითვალისწინონ ეუთო/ოდირის მოსალოდნელი საბოლოო ანგარიში. ასევე, მოუწოდა ყველა მხარეს, ჩაერთონ კონსტრუქციულ და ღია დიალოგში ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად.
ლუიშ გრასისმა შეშფოთება გამოთქვა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ. მან მოუწოდა ყველა დემონსტრანტს, გამოიყენონ პროტესტის მშვიდობიანი უფლება კანონის უზენაესობის პატივისცემით, რადგან ძალადობრივი ქმედებები დაუშვებელია.