იტალიაში, ქართველი მომვლელი, მოხუცის ოჯახის წევრებმა სცემეს
1745096287
ოპოზიციას თუ სურს, რომ მართლა წარმოადგენდეს ქართულ საზოგადოებას, დაარწმუნოს ბიზნესი, მოქალაქეები ან სხვები, რომ გადაიხადონ ფული მათ საქმიანობაში, მაგრამ სინამდვილეში შიგნით მათ საქმეს არავინ აფასებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისივე თქმით, უცხოელების ფულზე დამოკიდებული „სამოქალაქო საზოგადოება“ ვერანაირად მოემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს.
„აღმოჩნდა, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ჩვენთან და თავადაც საკუთარ თავს ეძახიან მაშინ, თუკი ისინი ფინანსდებიან უცხოეთიდან. ეს ყოფილა თურმე ქართული სამოქალაქო საზოგადოება. რანაირად გამოხატავენ ისინი ქართველი ხალხის ან ქართული საზოგადოების ინტერესს, თუკი თურმე ისინი ნარკოტიკივით დამოკიდებული ყოფილან იმაზე, შვედი, ჰოლანდიელი თუ ბელგიელი რა ფულს მისცემს. ეს ხომ საერთოდ აცდენილია თავად კონცეფციას საზოგადოების წარმომადგენლობისა. ამაზე ნუ იტყვიან მაინც და მაინც, რომ თითქოს სხვა საშუალება არ აქვთ დაფინანსების.
თავადაც ხომ ახლა დიდად მოჰქონდათ თავი, რომ სხვადასხვა ფონდით აგროვებენ ფულს, რომ ჯარიმები გადაიხადონ. ე.ი. არსებობენ ადამიანები, ვისაც აქვთ სურვილი, რომ ფული გაიღონ მათთვის, შესაბამისად, მათ თუ სურთ, რომ მართლა წარმოადგენდნენ ქართულ საზოგადოებას ან მის რომელიმე ნაწილს, დაარწმუნონ ბიზნესი, მოქალაქეები ან სხვები, რომ გადაიხადონ ფული მათ საქმიანობაში. მათ საქმეს რომ არავინ აფასებს სინამდვილეში შიგნით და ყველა კარგად ხვდება, რომ მავნებლობით არიან, დამოკიდებული უცხოურ ფულზე, იმიტომ, რომ უცხოეთიდან ზუსტად ამ მავნებლობის დაკვეთა მოდის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მან ისევე ისაუბრა იმაზე, რომ რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სამი წელია ამბობს, უკვე აშშ-ის ხელისუფლების მხილებებმაც დაადასტურა.
„სამი წელია უკვე ვამხელთ ამ ყველაფერს, რომ როდესაც საქართველოში შემოდის ფული, თუ როგორ იხარჯება ეს მავნებლობისთვის, ძალადობისთვის, პროპაგანდისთვის, დეზინფორმაციისთვის, სიძულვილისთვის, ხელისუფლების გადაყირავებისთვის, ანტიდემოკრატიული ნაბიჯებისთვის, როგორ იხარჯება მათ შორის, ევროკავშირის მოქალაქეების ფული საქართველოში. როგორ იხარჯება ამერიკული ფული ამისთვის საქართველოში, რომ დაემხოთ ხელისუფლება და ძირი გამოეთხარათ დემოკრატიისთვის. ამას ვსაუბრობდით სამი წელი და რამდენიმე თვეა, რაც თავად ამხილა ის ქსელები, რაც არსებობდა მედიაში, ენჯეოებში გავლენების მოსაპოვებლად იმისთვის, რომ სხვა ქვეყნების ხელისუფლებებზე გავლენა მოეხდინათ, დაემხოთ როცა მოუნდებოდათ, დაეყენებინათ ვინც მოუნდებოდათ და ა.შ. ეს ყველაფერი არის უკვე აღიარებული.რა ხდება ახლა? ევროკავშირი საით იყურება? აპირებს თუ არა ფეხი აუბას ამ მხილებებს და თავადაც აღიაროს რაღაცები?!“,- განაცხადა პაპუაშვილმა.