შალვა პაპუაშვილი: თორნტონი აქეზებს საქართველოში ხელისუფლების ძალისმიერ ცვლილებას და მიუთითებს უკრაინული მაიდანის სულისკვეთებაზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უმეტესობისთვის ერის განადგურების სიმბოლო გახდა

შალვა პაპუაშვილი

თორნტონი აქეზებს საქართველოში ხელისუფლების ძალისმიერ ცვლილებას და მიუთითებს უკრაინული მაიდანის სულისკვეთებაზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უმეტესობისთვის ერის განადგურების სიმბოლო გახდა და არა „თავისუფლების გლობალური მოწოდება“, - წერის სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

მისი თქმით, თორნტონის მცდელობა, რომელიც იმედგაცრუებულია ქართული ოპოზიციის უუნარობით, მოახდინოს ამომრჩეველთა ან საპროტესტო მოძრაობის მობილიზება, შეთავაზებაა, გახადოს საქართველო „ფაქტობრივად უმართავი, გაფიცვებისა და ბოიკოტების გზით“.

„რას ვიღებთ შედეგად? ერთი და იმავე უცხოური წყაროდან დაფინანსებული ადამიანებისა და ორგანიზაციების ამ ქსელის მეშვეობით, თორნტონი აქეზებს საქართველოში ხელისუფლების ძალისმიერ ცვლილებას და მიუთითებს უკრაინული მაიდანის სულისკვეთებაზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უმეტესობისთვის ერის განადგურების სიმბოლო გახდა და არა „თავისუფლების გლობალური მოწოდება“, როგორც თორნტონი დაჟინებით გვარწმუნებს. თორნტონის მცდელობა, რომელიც იმედგაცრუებულია ქართული ოპოზიციის უუნარობით, მოახდინოს ამომრჩეველთა ან საპროტესტო მოძრაობის მობილიზება, შეთავაზებაა, გახადოს საქართველო „ფაქტობრივად უმართავი, გაფიცვებისა და ბოიკოტების გზით“. ის, ასევე, ურჩევს საქართველოს რადიკალურ ოპოზიციას "შეეხონ... ქართველების უკმაყოფილების უფრო ღრმა საკითხებსა და ყოველდღიურ, სოციალურ პრობლემებს". სწორედ აქ იჩენს თავს, სრული მასშტაბით, თორტონისა და მისი მოკავშირეების გზააბნეულობა. „ეკონომიკის პარალიზების“ გზით, დესტაბილიზაციის მცდელობა ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აშშ-ის ადმინისტრაციის ინტერესებსაც, რომელიც თორნტონს, მისი ქართველი მარიონეტების მსგავსად, ასე საშინლად სძულს და პრეზიდენტ ტრამპს „მოძალადესა“ და „კრიმინალს“ უწოდებს. მაშინ როდესაც აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს, შეაჩეროს ომები და დაამყაროს მშვიდობა, ზოგიერთი საერთაშორისო ქსელი, რომელიც ჯერ კიდევ იყენებს აშშ-ის გადასახადების გადამხდელთა ფულს, ცდილობს, დათესოს არეულობა და უცხო ქვეყნებს ომისა და განადგურებისკენ უბიძგოს. თორნტონის„ნგრევის ინსტრუქცია“ ხელისუფლების დამხობის იდეოლოგიის სასოწარკვეთილი ამოძახილია, რომლის შემოქმედნიც, როგორც უკრაინის მაგალითზე ვნახეთ, ენთუზიაზმით ანგრევენ საზოგადოებებს, სწირავენ სიცოცხლეებს და შემდეგ ჩრდილში იმალებიან“, - წერს შალვა პაპუაშვილმა.

მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსის, ლორა თორნტონის აზრით, მომიტინგეებმა საქართველოში პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში უნდა გადაიყვანონ. მისივე თქმით, საქართველოში ეკონომიკური კრიზისის შექმნაა საჭირო, რათა მომიტინგეებმა ხელისუფლება დაამარცხონ.