ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1756669420
ეს არის კიდევ ერთხელ დაფიქსირება იმ პოზიციის, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვაჟღერებთ, რომ აშშ-ს წინა ადმინისტრაციამ, სამწუხაროდ ძალიან დააზიანა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ დონალდ ტრამპისადმი მიწერილ წერილთან დაკავშირებით.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს ყველაფერი ამხილა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, რომ კი, ამერიკელების ფული გამოიყენებოდა დესტაბილიზაციებისთვის.
„ეს არის კიდევ ერთხელ დაფიქსირება იმ პოზიციის, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვაჟღერებთ, რომ აშშ-ს წინა ადმინისტრაციამ, სამწუხაროდ ძალიან დააზიანა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები იმით, რომ აფინანსებდა დესტაბილიზაციას საქართველოში. იმით, რომ აფინანსებდა მოგონილ იდეოლოგიებს საქართველოში. იმით, რომ ცდილობდა საქართველოს ხელისუფლების გარედან შეცვლას.
ეს ყველაფერი ამხილა ახალმა ადმინისტრაციამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, რომ კი, ამერიკელების ფული გამოიყენებოდა დესტაბილიზაციებისთვის. კი, ამერიკელების ფული გამოიყენებოდა ყალბი იდეოლოგიის გასავრცელებლად და ა.შ. ამიტომ, დღეს ტრამპის ადმინისტრაციამ დაადასტურა ფაქტობრივად ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ. აქედან გამომდინარე, შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა, რომ ურთიერთობების დაბალი დონიდან გამოსავალი იყოს მოძიებული. ჩვენ შევთავაზეთ გზა. ეს გზა არის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება, რომელიც იქნება ცხადად გაწერილი ინტერესების ჩამონათვალი ამერიკელი ხალხის და ქართველი ხალხის და რომელსაც ორივე ქვეყანა და ორივე ქვეყნის ხელისუფლება პირნათლად შეასრულებს. ჩვენ ამას ვთავაზობთ და სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ საპასუხო ნაბიჯებს. რა თქმა უნდა, დღეს ყველაფერი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ხელშია.
ჩვენ, პატარა ქვეყანას, დიდი გავლენა ვერ გვექნება ასეთ პროცესებზე. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას შეუძლია ეს ძალიან ადვილად გააკეთოს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თავის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს.