იური უშაკოვი აცხადებს, რომ რუსეთი და აშშ საგარეო უწყებების ხაზით კონსულტაციების მორიგ რაუნდს გამართავენ

იური უშაკოვი

რუსეთი და აშშ საგარეო უწყებების ხაზით კონსულტაციების მორიგ რაუნდს გამართავენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, არის ბევრი საკითხი, რომელიც გადაუჭრელი რჩება.

„დაგეგმილია საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის კონსულტაციების მორიგი რაუნდი. უამრავი საკითხია, რომელიც გადაუჭრელი რჩება“, – აღნიშნა უშაკოვმა.

უშაკოვის თქმით, პეკინში ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრაზე უკრაინაში ჩინეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების იდეა არ განუხილავთ.

„ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა“, – განაცხადა უშაკოვმა შესაბამის შეკითხვაზე პასუხისას.