„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გამართული მოქმედება, დღეს ასე თავს კი არ შეგვაცოდებდნენ ბურჭულაძე, ზოდელავა და სხვები, დღეს წამომჯდრები იქნებოდნენ სავარძლებში, საქართველოში იქნებოდა სისხლის გუბეები, ფაქტობრივად სამოქალაქო დაპირისპირებას დაიწყებდნენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის ძალადობრივი დამხობის მცდელობაზე საუბრისას.
პაპუაშვილის თქმით, მას ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, ვიდრე ვიდრე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ძალადობაში ჩაითრიეს.
„უნდა დაფიქრდეთ ერთ რამეზე, რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გამართული მოქმედება, დღეს ასე თავს კი არ შეგვაცოდებდნენ ბურჭულაძე, ზოდელავა და სხვები, დღეს წამომჯდრები იქნებოდნენ სავარძლებში, საქართველოში იქნებოდა სისხლის გუბეები, ფაქტობრივად სამოქალაქო დაპირისპირებას დაიწყებდნენ, იმ დაპირისპირებას რომელიც წააქეზა ბრიუსელის განცხადებებმა და კარგად იქნებოდნენ სხვადასხვა სავარძლებში წამოჭიმულები. ასე, რომ დამარცხდნენ სახელმწიფოს დამხობაში და ახლა შეირგონ ის სასჯელი, რომელიც ქართველი ხალხის სახელით ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოუტანა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.