შალვა პაპუაშვილი: როგორც კი ობიექტური კრიტერიუმებით ხდება საქართველოს შეფასება, საქართველო არის ლიდერი, მათ შორის, ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასთან შედარებით

შალვა პაპუაშვილი

როგორც კი ობიექტური კრიტერიუმებით ხდება საქართველოს შეფასება, საქართველო არის ლიდერი, მათ შორის, ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასთან შედარებით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც შეფასებებში მავნე პოლიტიკური მიზნები ერევა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ევრობიუროკრატების თვალში საქართველო არის მაჩანჩალა ქვეყანა.

„ჩვენ, მთელი საზოგადოება ყოველ ჯერზე ვრწმუნდებით იმაში, რომ როგორც კი ობიექტური კრიტერიუმებით ხდება საქართველოს შეფასება, საქართველო არის ლიდერი, მათ შორის, ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასთან შედარებით. როგორც კი შეფასებაში ერევა პოლიტიკური დღის წესრიგი და მავნე მიზნები საქართველოსთან დაკავშირებით, უცებ აღმოვჩნდებით ხოლმე, მათი წარმოდგენით, მაჩანჩალები. ასე რომ, ეს არის რეალობა და ეს არის სარკე, რომელშიც უნდა ჩავახედოთ ევროპელი ბიუროკრატები. ეს არის დასტური, პირდაპირ ფაქტებით, საქართველოს მიმართ დამოკიდებულების, რომ საქართველო არის მავნე პოლიტიკური დღის წესრიგის მძევალი. ასევე, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ მართლები ვართ ჩვენ და მტყუანები არიან ევრობიუროკრატები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

✕