ცნობილი თურქი მსახიობი გარდაიცვალა
1770928093
როდესაც, ექსტრემისტებს გვერდში იყენებს, როდესაც ფოტოთი პოზირებს ადამიანებთან, რომლებიც ფაშისტური სლოგანებით თავს ესხმიან ქალ დეპუტატს, ამ ადამიანებს რომ გვერდში იყენებს და ამბობს, რომ ეს არის საქართველოს მომავალი, რაღა უნდა ახსნა და რომელ ენაზე, გერმანული უნდა თუ ინგლისური, ვერც ერთ ენაზე ვერ ავხსენით როგორც ჩანს სათანადოდ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ელჩზე საუბრისას.
შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის ბოლო ინტერვიუს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დიპლომატი საქართველოზე, ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებაზე ჩვეული გონორით საუბრობს.
„არ ვიცი ამ ადამიანს, საიდან ასეთი განწყობა, რატომ ფიქრობს რომ ასე ცხვირაწეული შეუძლია გვესაუბროს. მათ შორის საუბრობს იმაზე, რომ რაღაც ვერ გაუგია, გერმანულად მოსაუბრე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რატომ არ ესაუბრებიან. იმდენი გვაქვს ნალაპარაკები ქართულად, ინგლისურადაც და ბოლოს გერმანულადაც, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ. როდესაც ექსტრემისტებს გვერდში იყენებს, როდესაც ფოტოთი პოზირებს ადამიანებთან, რომლებიც ფაშისტური სლოგანებით თავს ესხმიან ქალ დეპუტატს, ამ ადამიანებს რომ გვერდში იყენებს და ამბობს, რომ ეს არის საქართველოს მომავალი, რაღა უნდა ახსნა და რომელ ენაზე, გერმანული უნდა თუ ინგლისური, ვერც ერთ ენაზე ვერ ავხსენით როგორც ჩანს სათანადოდ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ცნობილი თურქი მსახიობი გარდაიცვალა
1770928093