„დაგჭირდებათ შავი ან წითელი წიწაკა...“ - როგორ მოვიშოროთ ჭიანჭველები სამუდამოდ
1749230253
შანსი არავის არ აქვს და მიიღებენ თუ არა მონაწილეობას [არჩევნებში] ნალებად რელევანტურია ვინაიდან პოლიტიკური განაჩენი საბოლოო გამოიტანა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს, როდესაც თქვა, რომ უცხოს მონებს ხელისუფლებაში ქართველი ხალხი არ მოიყვანს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია და ჩაერთვება თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში, ვინაიდან მათი რეიტინგი საზოგადოებაში არის განულებული.
„უცხოს მონები, რადიკალური ოპოზიცია ვერ მოხვდება ხელისუფლებაში. ვინ რა ტაქტიკურად ალაგებს და როგორ ეუბნებიან გარედან, რომ ზოგმა კარგი და ცუდი პოლიციელის როლი შეასრულოს, ზოგი კონსტრუქციულად ჩანდეს და ზოგი დესტრუქციულად, ეს ოპერა და კინო ნანახი გვაქვს. ზუსტად ასე ალაგებდნენ გარედან კარგი და ცუდი პოლიციელის როლში სხვადასხვა ჯგუფებს, როდესაც ერთის მხრივ ჰყავდათ ცალკე რადიკალური ჯგუფები, რომელსაც რადიკალიზმის და ექსტრემიზმისთვის იყენებდნენ და ჰყავდა თვითონ კონსტრუქციული ჯგუფები, რომელსაც იყენებდნენ იმისთვის, რომ შეექმნათ შთაბეჭდილება თითქოს არსებობს ალტერნატივა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც „უცხო ძალის მონა მოვა ხელისუფლებაში ის ქვეყანა სუვერენიტეტს დაკარგავს“.