დილით თუ შენიშნავთ, რომ ბალიში ნერწყვით არის სველი... - ექიმის გაფრთხილება
1773496865
აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი [ექსპერტი] პირდაპირაა დაკავშირებული პოლონეთის ხელისუფლებასთან რა პოლიტიკა აქვს პოლონეთის მთავრობას ქართველ ხალხთან დაკავშირებით, ეს ვიცით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის შემდგენელ ექსპერტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრ სიკორსკის, ვინც ამ ადამიანის საქმიანობას კოორდინირებს, განცხადებაც გვახსოვს რამდენიმე თვის წინ, როდესაც ამბობდა, რომ სააკაშვილი არის დემოკრატიის მამოძრავებელი ძალა.
„აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი [ექსპერტი] პირდაპირაა დაკავშირებული პოლონეთის ხელისუფლებასთან. არის ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირი, ფინანსდება პოლონეთის ხელისუფლებისგან. შარშან დაყენებული იყო გაერო-ში კანდიდატად პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან. არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული კვლევითი ცენტრის საბჭოს წევრი, სტიპენდიებს იღებდა. ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ არის პოლონეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირი. რა პოლიტიკა აქვს პოლონეთის მთავრობას ქართველ ხალხთან დაკავშირებით, ეს ვიცით. საგარეო საქმეთა მინისტრ სიკორსკის, ვინც ამ ადამიანის საქმიანობას კოორდინირებს, განცხადებაც გვახსოვს რამდენიმე თვის წინ როდესაც ამბობდა, რომ სააკაშვილი არის დემოკრატიის მამოძრავებელი ძალა. იმავე პოლონეთის მთავრობამ გამოაგზავნა ექიმი-ექსპერტები, როლებიც ცდილობდნენ ფარულად მიხეილ სააკაშვილის ანალიზები გაეტანათ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პატრიცია გჟებიკი ის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტია, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნად წარმოადგინა.
ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა. კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას.
ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) , „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.