„მერაბმა ტრამპს უთხრა...“ - რას წერს გიორგი გაბუნია?
1749370399
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებს გაესაუბრა. მედიის წარმომადგენლებს შორის უცხოელი ჟურნალისტიც იყო, რომელმაც პაპუაშვილს ჰკითხა, თუ რას ეტყოდით მათ, ვისაც სჯერა, რომ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ბრუნდება.
„მიატოვონ ფანტაზიები, გამოვიდნენ აღქმებიდან და შეხედონ ფაქტებს. და ფაქტია, რომ საქართველოს, წინა მთავრობისგან განსხვავებით, რომელიც 2012 წლამდე იყო, არ დაუთმია ქვეყნის ტერიტორიები საოკუპაციო ძალისთვის და ამის შემდეგ, საქართველოს არ დაუწყია ურთიერთობების ძებნა ქვეყნის ტერიტორიის სანაცვლოდ. ამაშია განსხვავება. ამიტომ, თუ ფაქტებით იმსჯელებთ, სააკაშვილის მთავრობამ, რომელსაც ახლაც კი ზოგი ევროპული მთავრობა და პოლიტიკური ჯგუფი უჭერს მხარს, დაუთმო საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის საოკუპაციო ძალას“, - უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ.