1770671781
შალვა პაპუაშვილი: კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო კვლავ რეგიონის უპირობო ლიდერია, ეს კიდევ ერთხელ ამხელს რეალობას, რომ ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს ანგარიშსწორების პოლიტიკა
ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის! გამოქვეყნდა კორუფციის აღქმის 2025 წლის ინდექსი და შედეგი ერთმნიშვნელოვანია: საქართველო კვლავ რეგიონის უპირობო ლიდერია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი წერს, „ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ამხელს რეალობას, რომ ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ ანგარიშსწორების პოლიტიკა“.
„საქართველო უსწრებს ევროკავშირის შვიდ და ნატოს 11 წევრ ქვეყანას. რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, აქ საქართველო, რა თქმა უნდა, ყველა მათგანზე წინ დგას. ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ამხელს რეალობას – ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ ანგარიშსწორების პოლიტიკა დეზინფორმაციული კამპანიების გზით“, – წერს პაპუაშვილი.










