შალვა პაპუაშვილი: ის, ვინც საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს, გვიბიძგებს რუსეთთან ესკალაციისკენ და ახალი ომისთვის გვწირავს

 შალვა პაპუაშვილი

ის, ვინც რუსეთთან ესკალაციისკენ გვიბიძგებს, გვწირავს ახალი ომისთვის, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ის, ვინც საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს, გვიბიძგებს რუსეთთან ესკალაციისკენ.

„ის, ვინც საქართველოსგან "რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან სრულ შესაბამისობას" ითხოვს, ითხოვს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.

ის, ვინც საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს, გვიბიძგებს რუსეთთან ესკალაციისკენ.

ის, ვინც რუსეთთან ესკალაციისკენ გვიბიძგებს, გვწირავს ახალი ომისთვის,”- წერს პაპუაშვილი.