1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ახლად არჩეული სახალხო დამცველი იმყოფებოდა მიტინგზე და მის მიმართ იყო აგრესია. დღემდე, ხაზს ვუსვამ, არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ გამოხმაურებია თავდასხმას სახალხო დამცველზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სახალხო დამცველზე თავდასხმის ფაქტს არ გამოხმაურებიან დიპლომატიური მისიები. მან ორგანიზაციებს და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს პაქტის გამოხმაურებისკენ მოუწოდა.
,,სამწუხაროდ, არცერთი დიპლომატიური მისია არ გამოეხმაურა და არ დაუგმია ეს აგრესია და თავდასხმა სახალხო დამცველზე. მე იმედი მაქვს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე, დიპლომატიური მისიები, რომლებიც სხვა დროს აქტიურები არიან საქართველოში პოლიტიკური საკითხების კომენტირებით, გამოეხმაურებიან და დაგმობენ ამ ფაქტს. ჩვენ სახალხო დამცველზე თავდასხმა ვნახეთ ერთხელ, როდესაც სოზარ სუბარს მაშინდელი ხელისუფლება დაესხა თავს და ვნახეთ ახლა, როდესაც ლევან იოსელიანს, ყოფილი ხელისუფლების მიერ მართული აქციის წარმომადგენლები თავს დაესხნენ,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.