შალვა პაპუაშვილი დღეიდან ბუდაპეშტში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

 შალვა პაპუაშვილი

უნგრეთში მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დღეიდან ბუდაპეშტში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. პირველ შეხვედრას შალვა პაპუაშვილი მის უნგრელ კოლეგასთან გამართავს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ შედგება კონკრეტული საკითხების გაფართოებულ ფორმატში განხილვაც. დღესვე მოგვიანებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს. რაც შეეხება ქვეყნის პრეზიდენტთან აუდიენციას, დღის წესრიგით შეხვედრა ხვალისთვის დაგეგმილი.

ქართული დელეგაციის წევრების ინფორმაციით, შეხვედრებისას საუბარი შეეხება ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში - საქართველოსა და უნგრეთის როლს. აქცენტი გაკეთდება ასევე საქართველოსთვის უნგრეთის, როგორც მხარდამჭერი სახელმწიფოს მნიშვნელობაზე. ვიზიტის დროს გაფორმდება ქვეყნებს შორის ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმიც.