რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო - ვალუტის კურსი შეიცვალა
1751650611
ჩორჩანის საქმეზე ადამიანურ დონეზე მეტ-ნაკლებად ყველაფერი გარკვეულია, რა იქნება სამართლებრივი შეფასებები, სხვა საკითხია, მაგრამ თავად ისტორია უკვე გაირკვა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარია აპრილში ამტკიცებდა, რომ საგუშაგოს გახსნამდე იმ ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფოს სრული კონტროლი იყო და რისკი იყო, ეს კონტროლი დაკარგულიყოო, რამდენიმე დღის წინ კი თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა ამ ტერიტორიასო და არაფერი დაგვიკარგავსო.
„ვნახეთ გიორგი გახარია, რომელიც აპრილში ამტკიცებდა, რომ ამ ტერიტორიაზე მანამდე იყო საქართველოს სახელმწიფოს და ხელისუფლების სრული კონტროლი და იყო რისკი, რომ ეს კონტროლი დაკარგულიყო, ამიტომ ჩადგა იქ პუნქტი. რამდენიმე დღის წინ კი თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ისედაც ვერ აკონტროლებდაო ამ ტერიტორიას და რა დავკარგეთ, არაფერი არ დაგვიკარგავსო. სხვა კონტინენტზე ხომ არ ხდება ეს ყველაფერი, ხომ ვიცით, თვალები გვაქვს, ყურები გვაქვს, იქ მოსახლეობა არის, რომელიც პირდაპირ ამბობს, ერთი მილიონი კვადრატული მეტრის ტერიტორიაა, სადაც მანამდე შევდიოდით, ვიყენებდითო. გიორგი გახარიას ქმედების შემდეგ, ვეღარ ვიყენებთო. ვიყენებდით – ვერ ვიყენებთ. რუსეთის საოკუპაციო ჯარი იქ არ იდგა – ახლა დგას. მარტივი საკითხია. ამ მხრივ ყველაფერი გაირკვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „ოპოზიციამ და მათმა მედიებმა“ თავის დროზე მილიონი კვადრატული მეტრის საკითხი ყურადღების მიღმა დატოვეს, მიაჩუმათეს, დღესაც, როგორც ჩანს, ამ საკითხზე არ დარდობენ.
„მე, როგორც მოქალაქეს მაინტერესებს, რა მოხდა იქ და ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, სიტუაცია უკვე სრულად არის გარკვეული. საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა ტერიტორიას, რომელსაც გიორგი გახარიას ქმედების გამო ვეღარ აკონტროლებს. თარიღებითაც შეგახსენებთ, 28 აგვისტოს ჩაიდგა ჩორჩანას ტყეში საგუშაგო, შემდეგ იყო პროტესტი მეორე მხრიდან და იმ შეხვედრების დროს, სადაც ევროკავშირიც არის ჩართული, გამოითქვა პროტესტი, რომ მოხსენით ეგ საგუშაგოო, გადაიტანეთო. იყო უარი, რომ საგუშაგოს არსად გადაიტანდნენ და ამის საპასუხოდ ხუთი თუ ექვსი საგუშაგო ჩაიდგა საქართველოს ტერიტორიაზე იმ ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა, რომლის აქეთაც, როგორც წესი, არ მიჰყვება საოკუპაციო ხაზი. ასე რომ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სადაც ტერიტორიას საქართველოს ხელისუფლება მანამდე აკონტროლებდა, გიორგი გახარიას ქმედების გამო ჩაიდგა საგუშაგოები და მილიონი კვადრატული მეტრი დღეს საქართველოს სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის მიღმაა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, კითხვები მთავრობის წევრებთანაც არის.
„ინფრასტრუქტურის მინისტრიც გამოიკითხა, სუს-ის მაშინდელი ხელმძღვანელიც გამოიკითხა, ფინანსთა სამინისტროც ჩართული უნდა ყოფილიყო ან ინფორმირებული ამ საკითხზე და, რა თქმა უნდა, საინტერესოა. 5 სექტემბერს ჩაიდგა რუსული საგუშაგოები, 8 სექტემბერს აირჩია პარლამენტმა გიორგი გახარია პრემიერად. შს მინისტრად ყოფნისას ამხელა ძალაუფლება ჰქონდა, რომ სუს-თან შეუთანხმებლად, პრემიერთან შეუთანხმებლად თუ სხვებთან შეუთანხმებლად საგუშაგოს დგამდა და პრემიერი რომ გახდა, დააკლდა ძალაუფლება და ხელისუფლება? აბსოლუტური სისულელეა. ჩვენ მოვისმინეთ მისი პასუხებიც, ქცევაც. ამ გამოკითხვის ერთობლიობას თუ შევხედავთ, ვხედავდით ადამიანს, რომელიც უტიფრად იტყუება. ამბობდა ტყუილს და იქვე უმტკიცებდნენ, რომ ეს იყო ტყუილი. ჩვეულებრივად, ადამიანი, რომელსაც შეუძლია, რომ რაღაც მომენტში სიტუაციიდან გამოძვრეს, თქვას ისეთი მამალი ტყუილი, რომელიც სულ რამდენიმე წუთში იქნება მხილებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას მადლობა გადაუხადა, რომელმაც გიორგი გახარიას ტყუილის თქმის არცერთი მცდელობა არ გაუტარა.
„ბოლოს გამოჩნდა, რომ არც იცის, რას ნიშნავს ტერმინი ეფექტური კონტროლი, ამ ტერმინების ბრახაბრუხით ფიქრობდა, დააბნევდა საზოგადოებას. იქვე განუმარტეს, რას ნიშნავს ეფექტური კონტროლი, როდესაც ტრაქტორებს დაატარებ ტერიტორიაზე უპრობლემოდ და ამბობ, რომ მე იქ ეფექტური კონტროლი არ მაქვსო – ერთი მეორეს გამორიცხავს. იქვე გაიშიფრა მისი თაღლითური ტყუილები. ვფიქრობ, ეს პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანი იყო, რომ საზოგადოებამ დაინახა, რასთან გვქონდა საქმე გიორგი გახარიას სახით. მისი ქცევაც ამ ყველაფერზე მეტყველებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.