1765919119
სერბეთის პრეზიდენტი: როგორც სერბეთის რესპუბლიკის მოქალაქე და პრეზიდენტი, ვგრძნობ ძალიან დიდ ბედნიერებას იმიტომ, რომ ისტორიაში პირველად ჩვენ გვაქვს საშუალება ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს
როგორც სერბეთის რესპუბლიკის მოქალაქე და პრეზიდენტი, ვგრძნობ ძალიან დიდ ბედნიერებას იმიტომ, რომ ისტორიაში პირველად ჩვენ გვაქვს საშუალება ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, სერბეთსა და საქართველოს გააჩნია ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, მაგრამ წარსულში ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე საკმარისად არ უმუშავიათ.
„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობარო, პატივცემულო მიხეილ, ჩემთვის დიდი პატივია მივიღო საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი მიხელ ყაველაშვილი და მინდა ვთქვა, რომ როგორც სერბეთის რესპუბლიკის მოქალაქე და პრეზიდენტი, ვგრძნობ ძალიან დიდ ბედნიერებას იმიტომ, რომ ისტორიაში პირველად ჩვენ გვაქვს საშუალება ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს. ჩვენ აღვნიშნეთ დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავი და ეს გახლავთ პირველი ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტის. ბატონო მიხეილ, ჩემო ძვირფასო მიხეილ, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის თქვენი ვიზიტი. სერბეთსა და საქართველოს გააჩნია ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ წარსულში ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე საკმარისად არ გვიმუშავია. ეს სიახლოვე სერბ და ქართველ ხალხს შორის გახლავთ ისეთი, რომ მე ვუთხარი ბატონ პრეზიდენტ ყაველაშვილს, რომ ბელგრადსა და სერბეთში იგი ვერ იპოვის ვერცერთ პიროვნებას, რომელსაც შეუძლია ცუდი რამე თქვას საქართველოზე. ყველას უყვარს საქართველო აქ და იგი შეძლებს ნახოს და შეიგრძნოს ეს. შეიგრძნოს სერბული სტუმარმასპინძლობა. სადაც კი არ უნდა წავიდეს იგი, ამის საშუალება ექნება“, - აღნიშნა მან.










