1741893700
სენატორი სიუზან კოლინზი: თუ პუტინი წარმატებას მიარწევს უკრაინაში, ის ამაზე არ გაჩერდება. შემდეგი მოლდოვა იქნება, ის ისევ შეიჭრება საქართველოში, როგორც ეს 2008 წელს გააკეთა

თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს, ის ამით არ დაკმაყოფილდება, - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა სიუზან კოლინზმა.
მისი თქმით, რუსეთის მომდევნო სამიზნე მოლდოვა და საქართველო იქნებიან., ასევე საფრთხე შეექმნებათ ბალტიის ქვეყნებს, პოლონეთსა და ფინეთს.
„თუ პუტინი წარმატებას მიარწევს უკრაინაში, ის ამაზე არ გაჩერდება. ჩემი აზრით, შემდეგი მოლდოვა იქნება. ის ისევ შეიჭრება საქართველოში, როგორც ეს 2008 წელს გააკეთა. ის ასევე დაემუქრება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, პოლონეთსა და ფინეთს. მთავარი გარანტია იმისა, რომ შეერთებული შტატები არ იყოს ჩათრეული უფრო ფართო რეგიონულ ომში ევროპაში, არის ის, რომ უკრაინას რუსეთისგან თავის დაცვაში დავეხმაროთ”, - განაცხადა სენატორმა.