რა მოხდა თურქეთში და სად არის გურამ დადიანიძის მამა? - რას ჰყვება გურიკას დედა
1786997599
მთავარი ტყუილი, რასაც საზოგადოებას აჯერებენ - რომ თითქოს ადამიანები შეირაცხებიან აგენტებად ან ჯაშუშებად - ეს ტყუილია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა,
„დღეს უამრავი ადამიანია, რომელიც შფოთავს, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ 99 პროცენტს კანონი თვითონ წაკითხული არ აქვს. თუ ვინმეს კანონი წაკითხული აქვს, დარწმუნდება, რომ ეს დოკუმენტი ერთადერთ რამეს ითვალისწინებს - ყოველწლიური დეკლარაციის წარდგენა იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებენ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით მიიღო. პარლამენტთან შეკრებილები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ.