საზოგადოებამ ნახა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ოპოზიციამ და მისმა პარტნიორებმა გახადეს შიდა პოლიტიკური დაპირისპირების, შანტაჟის საგანი, რაც ამ პროცესს ვნებს - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებამ ნახა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ოპოზიციამ და მისმა პარტნიორებმა გახადეს შიდა პოლიტიკური დაპირისპირების, მანიპულაციების, შანტაჟის და რადიკალიზაციის საგანი, რაც ვნებს, როგორც ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესს, ასვე ევროკავშირის რეპუტაციას, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, 2030 წელს, ევროინტეგრაციისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მომზადებული.

„შემდეგი 4 წელი საჭირო იქნება იმისთვის, რომს სათანადოდ მოვემზადოთ ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი ეტაპის დასაწყებად. თუმცა მნიშვნელოვანი ის არაა, როდის დავიწყებთ ამ პროცესს, მთავარია როდის დავასრულებთ. ჩვენი მოლოდინით და გათვლებით, 2030 წელს, საქართველო ყველაზე მეტად იქნება მომზადებული“, - აღნიშნა მახაშვილმა.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება.