საზოგადოება ამ ანტიქართულ და ანტიეროვნულ ძალებს არ უჭერს მხარს - დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე

დავით მათიკაშვილი

,,საბოლოოდ, მათი მარცხი განპირობებულია ისევ და ისევ იმით, რომ საზოგადოება ამ ანტიქართულ და ანტიეროვნულ ძალებს არ უჭერს მხარს", - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციური გაერთიანების შესახებ განაცხადა.

დავით მათიკაშვილის თქმით, ეს ალიანსი სიძულვილის გარშემოა გაერთიანებული.

"უკვე დიდი ხანია, ალიანსში მიმდინარეობს ის პროცესი, რაც, პრინციპში, მოსალოდნელი იყო, რადგან ღირებულებების არმქონე, ეკლექტური მხარდამჭერის არმქონე და მხოლოდ სიძულვილის გარშემო გაერთიანებული რადიკალური ძალები დიდხანს ვერ გაძლებენ.

საბოლოოდ, მათი მარცხი განპირობებულია ისევ და ისევ იმით, რომ საზოგადოება ამ ანტიქართულ და ანტიეროვნულ ძალებს არ უჭერს მხარს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.