საუკეთესო დროა, რომ მეზობლებთან ერთად განვიხილოთ ერთიანი მიდგომები, ასევე ის, რა რეაქცია უნდა გვქონდეს არჩევნებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩატარდა მოლდოვაში, საქართველოში - მეცოლა

რობერტა მეცოლა

საუკეთესო დროა, რომ მეზობლებთან ერთად განვიხილოთ ერთიანი მიდგომები, უსაფრთხოებასთან, თავდაცვასთან, უკრაინასთან დაკავშირებით, ასევე იმაზე, რა რეაქცია უნდა გვქონდეს არჩევნებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩატარდა მოლდოვაში, საქართველოში, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მეცოლამ ასევე აღნიშნა, რომ მიესალმება აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას.

„ჩვენ მივესალმებით ამერიკის არჩევანს და ვულოცავთ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას. ასევე, მინდა, ვფოკუსირდე ჩვენზე, ევროპაზე, იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ. როცა ვამბობთ, რომ ორ ფეხზე ვდგავართ, რას ნიშნავს ეს; როდესაც ვმუშაობთ ერთად, რას ნიშნავს ეს. როცა განვიხილავთ სტრატეგიულ ავტონომიას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთად ვართ. ეს არის საუკეთესო დრო, რომ მეზობლებთან ერთად განვიხილოთ ერთიანი მიდგომები უსაფრთხოებასთან, თავდაცვასთან, უკრაინასთან დაკავშირებით; ასევე, თუ რა რეაქცია უნდა გვქონდეს არჩევნებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩატარდა მოლდოვაში, საქართველოში“, – განაცხადა მეცოლამ.