„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნიას საგანგებო ბრიფინგი
1733938642
სასამართლო განხილვის დროსაც ვფიქრობთ დადასტურდა ის, რომ არ ხდებოდა იდენტიფიცირება კონკრეტული ამომრჩევლის მიერ, კონკრეტული სუბიექტისთვის მიცემული ხმის. შესაბამისად ფარულობის პრინციპი სრულად იყო უზრუნველყოფილი, - განაცხადა ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა.
„სასამართლო განხილვის დროსაც ძალიან მკაფიოდ ჩანდა ის, რომ მათ შორის მოსარჩელეების მიერ კონკრეტული ამომრჩევლის, კონკრეტულ ბიულეტენზე მათ მიერ გამოვლენილი ნების იდენტიფიცირება ვერ ხდებოდა.
კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ ის, რომ არ არსებობდა ბმა კონკრეტულ ამომრჩეველსა და მის მიერ გამოვლენილ ნებას შორის. მიცემული ხმა იყო ფარული და აქედან გამომდინარე შესაბამისი პრინციპები იყო სრულად დაცული და უზრუნველყოფილი. სხვა შემთხვევაში ჩაგვბარდება შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება და აქედან გამომდინარე გასაჩივრება განხორციელდება დადგენილი პროცედურების შესაბამისად“, - აღნიშნა გიორგი სანტურიანმა.