„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
საქართველოზე ზეწოლა იყო, რათა ქვეყანა დამანგრეველ ომში ჩართულიყო, დასამალი აღარაფერია, ამაზე უკვე ღიად საუბრობენ, ქვეყნის მიმართ ორმაგი სტანდარტები ჰქონდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
ირაკლი კირცხალიამ კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებაზე. ბოჭორიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა: „ევროპარლამენტარებს, რომლებიც საქართველოს კრიტიკით გამოირჩეოდნენ, ჩემთვის პირდაპირ უთქვამთ, არ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს ივნისში და ვნახოთ, როგორი იქნება მოსახლეობის 85%-ის რეაქციაო“.
კირცხალიას თქმით, საქართველოში ზეწოლის იარაღი აგენტურული ოპოზიცია იყო.
„საქართველოზე ზეწოლა იყო, რათა ქვეყანა დამანგრეველ ომში ჩართულიყო. უკვე დასამალი აღარაფერია, ამაზე უკვე ღიად საუბრობენ. საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტები ჰქონდათ და ქვეყნის შიდა საქმეებში ერეოდნენ. ამ ზეწოლის დროს საქართველოში მათი იარაღი აგენტურული ოპოზიცია იყო, მაგრამ ეს იარაღი რომ ვერ გამოიყენეს, ავანსცენაზე თავად გამოვიდნენ. საქართველოში ჩამოდიოდნენ, ანტისახელისუფლებო მიტინგებს მართავდნენ და ღიად გვაშანტაჟებდნენ, მთელი ქვეყანა საინფორმაციო ტერორში ვყავდით. სწორედ ეს იყო „დიფ სტეიტის“ დავალება და დღის წესრიგი“, – განაცხადა კირცხალიამ.