შეიძლება თუ არა მარიამობის დღესასწაულზე სასაფლაოზე მისვლა - მართლმადიდებელი მღვდლის განმარტება
1787861694
საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა, ფაბიენ ვასერმანმა, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.
ასლების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
შვეიცარიის კონფედერაციის ახლად დანიშნულმა ელჩმა დაადასტურა მზადყოფნა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების განმტკიცებაში.
ზურაბ დარჩიაშვილმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.