„2027 წელი იქნება მძიმე...“ - მედიუმი საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს
1793649661
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, საქართველოში პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას და სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევას ევროკავშირის ელჩი დემოკრატიად და თავისუფლების გამოხატვად აფასებდა, თუმცა ეს ყველაფერი ევრობიუროკრატიას ბუმერანგის ეფექტით მოუტრიალდა.
ირაკლი ზარქუას განმარტებით, როდესაც მათ ქვეყნებში იგივე პრობლემები წარმოიქმნა, მკვლელობის მუხლით ასამართლებენ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც "მოლოტოვის კოქტეილის" სროლაში არიან ეჭვმიტანილები.
"ეს ბუმერანგის ეფექტი, რომელიც ევრობიუროკრატებს და მათ ქვეყნებს დაემართათ, ეს სახეზეა. გახსოვთ ჩვენთან, როდესაც პარლამენტის შენობას წვავდნენ, როცა უტევდნენ სახელმწიფო ინსტიტუციებს, როდესაც პოლიციელს ცოცხლად წვავდნენ, ეს თურმე აზრის და ესე იგი, თავისუფლების გამოხატვის საშუალება იყო და ასე ჰქონდათ ფორმულირებული აგენტურას, უსამშობლოებს და მათ პატრონებს.
მაგრამ, როგორც კი მათ დაემუქრათ მათ სამშობლოში, რასაც ჩვენ ვუყურებთ საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში ხომ? იქ უკვე მკვლელობის მცდელობის მუხლით ასამართლებენ იმ ახალგაზრდებს და მე აქვე მინდოდა მეკითხა ბატონი ჰერჩინსკისთვის, აი, ევროკავშირის ელჩისთვის, რომელიც მაშინ გვიმტკიცებდა, რომ თურმე ეს არის დემოკრატია და თავისუფლების გამოხატვა ერთგვარი, ახლაც მსგავსად ფიქრობს იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც ცოცხლად წვავენ ევროპაში პოლიციელებს?" - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მმართველ გუნდში იხსენებენ, როგორ ცდილობდნენ უცხოელი აქტორები სამართალდამცველებისთვის ცეცხლის წაკიდების რომანტიზებას - ევროკავშირის დაფინანსებით აწარმოებდნენ კამპანიას "მე ვისროლე" და ითხოვდნენ "მოლოტოვის კოქტეილის" სროლისთვის დაკავებული ლაზარე გრიგორიადის გათავისუფლებას, რომელიც, საბოლოოდ, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი ყველაზე ნათლად ახლა გამოჩნდა, როდესაც ევროპაში პროტესტმა იფეთქა, პარიზში "მოლოტოვის კოქტეილის" სროლისთვის კი დაკავებულებს შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.