ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1795427076
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების, პოლიტიკური დიალოგის, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გაცვლისა და რეგულარული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების თვალსაზრისით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს. აღინიშნა, რომ მდგრადი მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება საერთო ინტერესს წარმოადგენს. საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა და რეგიონული დიალოგის ერთგულება.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საერთო ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების მიმართულებით ერთობლივ ძალისხმევაზე. ხაზი გაესვა „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში თანამშრომლობასა და სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელებას.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის სამმხრივ ფორმატზე, რომელიც რეგიონული სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას ემსახურება.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა.