საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ბრიტანეთის ელჩთან, გარეტ უორდთან შეხვედრა მიმდინარეობს.

ელჩს უწყებაში შესვლამდე მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

არსებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის დაბარება დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნისთვის სანქციების დაწესებას უკავშირდება.

გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და კიდევ ოთხ პირს სანქციები დაუწესა. შესაბამისი ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე გუშინ გამოქვეყნდა.