„თურმე, ჩემი ფეხით მივედი მორგში...“ - ავარიისას დაღუპული გოგოს და საბედისწერო დღეს იხსენებს
1750794867
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა წმინდა საყდრის დესპანთან, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დუაიენთან, არქიეპისკოპოს ანტე იოზიჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
„პრეზიდენტმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.
მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება ასევე გაამახვილა მიმდინარე და განხორციელებული კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული კავშირი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.
მხარეებმა სამომავლოდ მჭიდრო პარტნიორობის მზადყოფნა გამოხატეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.