რა ემართება თქვენს არტერიულ წნევას ყავის დალევის შემდეგ
1750681080
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
სომხეთის ელჩმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის ისტორიულად არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობისა და პარტნიორობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივის შესახებ. მხარეებმა ორივე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა.