ცნობილი ჟურნალისტის შვილი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
1758484851
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში - მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკშია.
საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს. მიხეილ ყაველაშვილი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.