საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი თურქეთში გრძელდება - დღეს მიხეილ ყაველაშვილი დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდება

მიხეილ ყაველაშვილი

ტრამპი-პუტინის შეხვედრა ალასკის შტატში, ქალაქ ანკორიჯში, ელმენ-დორფ რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე, 15 აგვისტოს გაიმართება. ინფორმაციას CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრი სახლის განცხადებით, მოლაპარაკებები ჯერ დახურულ კარს მიღმა, პირისპირ, თარჯიმნების მონაწილეობით და მრჩეველების გარეშე გაიმართება, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში.

ცნობილია ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია, ტრამპი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ტერიტორიების გაცვლის საკითხს განიხილავს.

"პარასკევს დილით, პრეზიდენტი ტრამპი გაემგზავრება ანკორიჯში, ალასკაში, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. პრეზიდენტი ამ შეხვედრას პუტინის თხოვნით დათანხმდა. მიზანია, პრეზიდენტმა ტრამპმა უკეთ გაიგოს, როგორ არის შესაძლებელი ამ ომის დასრულება. გუშინ, თქვენი თანდასწრებით პრეზიდენტმა ტრამპმა გამოთქვა იმედი, რომ მომავალში სამმხრივი შეხვედრაც გაიმართება. მექანიზმები და გრაფიკი ჯერ კიდევ ზუსტდება", - აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივნი,  კეროლაინ ლევიტი.