საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს პატიოსანი, პროფესიონალი და პატრიოტი - რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი "დღის კურიერის" ეთერში პრეზიდენტობის კანდიდატზე და მის თვისებებზე საუბრობს.

მისი თქმით, კანდიდატი უნდა იყოს პატიოსანი, პატრიოტი და პროფესიონალი.

"მე არ მაქვს უფლება ვისაუბრო პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობაზე, თუმცა შემიძლია ვთქვა კრიტერიუმები, საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს პატიოსანი და პროფესიონალი და პატრიოტი. ამ თვისებებს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ როდესაც ადამიანი პროფესიონალია, პატრიოტია და თან პატიოსანი, მან კარგად იცის ეროვნული და ტრადიციული ღირებულებები, ასეთი ადამიანი სახელმწიფოებრივად აზროვნებს.

რაც ჩამოვთვალე, ამის საპირისპიროა ჩვენი ბოლო პრაქტიკა და გამოცდილება, ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველდღე თავზე იხევს კონსტიტუციას. ის ცდილობს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას და შემდეგ ისევ სახელმწიფოს სახელით გველაპარაკება,"- აცხადებს რატი იონათამიშვილი.