ძლიერი სეტყვა და ქარი თელავში - ძლიერი წვიმა ამ დრომდე გრძელდება
1748185440
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, რომელიც აშშ-ის ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში იმართება, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით შეხვედრა გამართა იტალიის საპარლამენტო დელეგაციასთან.
იტალიის წარმომადგენლებმა გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა.
იტალიის მხარის ინტერესის შესაბამისად, განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენები, რუსეთის მიერ მიმდინარე საოკუპაციო პროცესი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა და მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან დაკავშირებით ქართული მხარის ხედვები.
ამასთან, ქართულმა მხარემ გამოხატა ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან კონსტრუქციული და ნაყოფიერი თანამშრომლობის მზაობა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრები: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.