დიდი სპორტიდან პოლიტიკამდე - რა არის ცნობილი მიხეილ ყაველაშვილის შესახებ
1732704163
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა, საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლის დროს, ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის დარგის მნიშვნელობასა და თანამედროვე, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების აუცილებლობაზე, მიმოიხილა უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით განხორციელებული წარმატებული პროექტები და მიღწევები.
„მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, შესაბამისად, აღნიშნული მიმართულების განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. საქართველოს მთავრობამ, ბოლო 12 წლის განმავლობაში, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადადგა სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, რაც სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის განხორციელებით შეგვიძლია შევაფასოთ. შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში 47000-მა ბენეფიციარმა ისარგებლა 6.5 მილიარდი ლარის შეღავათიანი სესხით, შეიქმნა 400-ზე მეტი გადამმუშავებელი საწარმო და შემნახველი ობიექტი, 7500 ერთეული ტექნიკა დაფინანსდა 120 მილიონი ლარით, „დანერგე მომავალის“ პროგრამის ფარგლებში, 360 მლნ ლარის ინვესტიციის შედეგად, 23600 ჰექტარზე გაშენდა ახალი ბაღები და ა.შ.“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.