ახალი კადრები ტრაგედიის ადგილიდან - ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფას 35 ადამიანი ემსხვერპლა
1735129693
საქართველოს მთავრობა ცდილობს, ქვეყანა ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ჩამოაშოროს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალის მეორე დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„თავად საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება წარმოადგენს სიტყვებს, მაგრამ ამას წინ უსწრებდა საქმე. როგორც წესი პირველად არის სიტყვა, მაგრამ ამ შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ და საქართველოს მთავრობამ გადადგა მრავალი ნაბიჯი, რათა უთხრას ევროპელებს, რომ მათ მეტად აღარ აქვთ სურვილი იყვნენ ევროპაში. მაგალითად, ავიღოთ კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ, ან გადაწყვეტილებები რომლებიც მათ მიიღეს ლგბტ თემის წარმომდგენლებთან დაკავშირებით. მათ ბევრი სხვა რამ გააკეთეს, ვიდრე ფაქტობრივად დაარქვეს სახელი რის გაკეთებასაც ცდილობენ – ისინი ცდილობენ ჩამოაცილონ საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზას.
გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან გაკვირვებულიც არ ვყოფილვარ. ეს იყო ბუნებრივი შედეგი ყველაფერი იმისა, რასაც ისინი აკეთებდნენ. თუმცა, მაინც ეს იყო ძალიან მკაფიო გზავნილი ქართველი ხალხისადმი. რაც შეეხება სანქციებს, ვფიქრობ ძალადობის ის ხარისხი, რომელიც იყო გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ მიუღებელია, ეს არაა პირველი შემთხვევა. ჩემი აზრით, აუცილებელია, სულ მცირე, გზავნილი. მე მოხარული ვარ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მოვახერხეთ შეთანხმება კონკრეტულ სიაზე, რომელიც უკვე გამოვაცხადეთ. ვიცი, რომ ეს სიმბოლურია, მაგრამ მე იმედი მაქვს, ეს იმუშავებს როგორც ბიძგი სხვა მოკავშირეებისადმი და ევროკავშირისადმი, რომ მათაც იგივე გააკეთონ“, – აღნიშნა ლანდსბერგისმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიიღებს თუ არა ლიეტუვა დამატებით ზომებს, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერებას, ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ევროპულ დონეზე მიიღება.
„შეხედეთ, ეს გადაწყვეტილებები, რომლებზეც თქვენ საუბრობს, მიიღება ევროპულ დონეზე. ჩვენ მუდმივად განვიხილავთ ამას და მოხარული ვარ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შემდეგი საბჭოზე საქართველოს საკითხი იქნება სრულფასოვნად წარმოდგენილი. ვიცი, რომ ევროკავშირის ახალი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკურ საკითხებში კაია კალასი მზადაა წარმოადგინოს ვარიანტები სია, თუ რისი წარდგენა შეიძლება ამ მიმართულებით. ლიეტუვა მხარს დაუჭერს დამატებით ზომებს“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.