საქართველოს ხელისუფლების მართებული პასუხი ვილნიუსსა და ტალინს უსინდისო სანქციებისთვის - არანაირი შემხვედრი ზომები, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში - გია აბაშიძე

გია აბაშიძე


საქართველოს ხელისუფლების მართებული პასუხი ვილნიუსსა და ტალინს უსინდისო სანქციებისთვის -  არანაირი შემხვედრი ზომები, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, - ასე ეხმიანება  ანალიტიკოსი გია აბაშიძე ლიეტუვისა და ესტონეთის მხრიდან სანქციების დაწესებას საქართველოს მთავრობის წევრებისთვის.

აბაშიძის თქმით, ბალტიის ქვეყნებს ყველაზე დიდი პრობლემა აქვთ სუვერენიტეტის კუთხით ევროკავშირში და  მათი საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებები ხშირად გარედან კარნახით მიიღება.

„საქართველოს ხელისუფლების მართებული პასუხი ვილნიუსსა და ტალინს უსინდისო სანქციებისთვის - არანაირი შემხვედრი ზომები, ვრჩებითცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.ეს გადაწყვეტილება აიხსნება შემდეგი გარემოებებით:- არ უნდა დაზიანდეს ტრადიციული მეგობრობა ქართველ, ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს შორის.- ბალტიის ქვეყნებს ყველაზე დიდი პრობლემა აქვთ სუვერენიტეტის კუთხით ევროკავშირში. მათი საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებები ხშირად გარედან კარნახით მიიღებიან. - ევროკრატიული ნეგატივი დროებითია და შეიცვლება 20 იანვრის შემდეგ,“- წერს გია აბაშიძე.