„უკარგესი ადამიანი, უკარგესი მამის შვილი...“ - ცნობილია გორში მოკლული ახალგაზრდის ვინაობა
1745825845
ვაშინგტონში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ და ალტერნატიულ დირექტორებს შეხვდნენ.
მოლაპარაკება საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები. საუბარი ასევე შეეხო გლობალურ გამოწვევებსა და რისკებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობა და შემდგომი მისია, რომელიც ჩამოვა საქართველოში.
"დელეგაცია აგრძელებდა შეხვედრებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, კერძოდ შევხვდით აღმასრულებელ დირექტორს და ალტერნატიულ დირექტორს. ვესაუბრეთ საქართველოში არსებულ მაკრო ეკონომიკურ მდგომარეობაზე, სამომავლო თანამშრომლობაზე და შემდგომ მისიაზე, რომელიც ჩამოვა საქართველოში უახლოეს პერიოდში და გვექნება უფრო საგნობრივი დისკუსია შემდგომი თანამშრომლობის ძირითადი პარამეტრების თაობაზე", - განაცხადა ნათია თურნავამ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, იერუნკლიკის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკური სიტუაციაზე.
"სასიამოვნო იყო გაზაფხულის შეხვედრების კონტექსტში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ეკონომიკური სიტუაცია, ასევე გავცვალეთ მოსაზრებები გლობალური მოვლენების შესახებ და იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ჩვენს ჯგუფში შემავალ ქვეყნებზე. და ბოლოს, განვიხილეთ მეოთხე მუხლი, რომელიც ივნისში იგეგმება და მოუთმენლად ველი ამ დროს თბილისში ვიზიტს", - განაცხადა იერუნკლიკმა.