„მდგომარეობა მძიმეა! ქალი თბილისში გადმოიყვანეს...“ - ახალი დეტალები ხაშურის ტრაგედიაზე
1749239924
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა, ლევან მახაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ეუთო-ს რეგიონში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში, რომელიც იტალიის პარლამენტში გაიმართა.
ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების 80-მდე პარლამენტარმა. მათ კორუფციასთან ბრძოლისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე იმსჯელეს.
კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილებაზე.
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ორდღიან კონფერენციაზე ძალიან საინტერესო განხილვები გვქონდა ორგანიზებულ დანაშაულთან, ტერორიზმსა და ახალგაზრდებში რადიკალიზმის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, სადაც ინფორმაცია მივიღეთ მონაწილე ქვეყნების გამოცდილებაზე და ასევე, გავუზიარეთ ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.